The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოსმან სერვერ-ბეგ ათაბაგი

ოსმან სერვერ-ბეგ ათაბაგი
ოფიციალური სახელი:სერვერ-ბეი ათაბეკოვ-ქვაბლიანსკი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1886
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1962  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, ინჟინერი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაიბადა გავლენიანი მიწათმფლობლისა და რუსეთის იმპერიის არმიის გენერლის ოჯახში, რომლის მამულშიც სტუმრობდა და გარდაიცვალა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა, დიდი მთავარი გიორგი; სერვერ-ბეგმა ევროპული განათლება მიიღო: გერმანიაში სამიწათმოქმედო და საბადოების ინჟინერიას, პეტერბურგში კი - სამართალს დაეუფლა. საქართველოში მისი დაბრუნება პირველი მსოფლიო ომის წლებს დაემთხვა; 1918 წელს მან მესხეთის მუსლიმთა ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა პან-თურქისტულ და სეპარატისტულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავდა მესხეთის საქართველოსგან ჩამოშორებას და ე. წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის (ყარსის) რესპუბლიკაში გაერთიანებას; გამოსვლებს თან სდევდა სისხლიანი შეტაკებები მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის; საბოლოოდ, 1919 წელს, საქართველოს არმიამ გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით გაანადგურა ამბოხებულთა რაზმები და ახალციხე და ართვინი საქართველოს შემოუმტკიცა; დამარცხებული სერვერ-ბეგი დედასთან და დებთან ერთად თურქეთში გაიქცა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისა და რუსეთ-თურქეთის 1921 წლის გარიგების შემდეგ ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი, მათ შორის ართვინი და არტაანი (არდაჰანი) თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა; სერვერ-ბეგი თურქეთის პარლამენტში აირჩიეს არდაჰანიდან; 1923 წელს, თურქეთში გვარების შემოღებასთან დაკავშირებით, მან ათაბეგის (Atabek) გვარი მიიღო; ამავე დროიდან იგი პოლიტიკას ჩამოშორდა და ინჟინრად მუშაობდა; დაიღუპა ავტოავარიაში, ქ. იზმირში; სამცხის ძველ მთავართა - გამაჰმადიანებულ ჯაყელთა შთამომავალი და მესხეთის მუსლიმთა პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი.


გააზიარე: