The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მაღნარაძე

Date of birth:15 March, 1916
Date of death:26 May, 1992  (at 76 years)
Category:Astronomer, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ახალი სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1939 წელს; 1939-1942წწ. იყო ასტრონომიის კათედრის ასპირანტი ცის მექანიკის სპეციალობით.

1941-1992წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის, ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობებზე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ცის მექანიკის აქტუალურ საკითხებს. კერძოდ, იგი იკვლევდა ცვლადი მასის მქონე კოსმოსური სხეულების (მეტეორიტები, კომეტები, თანამგზავრები) მოძრაობას; მან შეიმუშავა ახალი ეფექტური მეთოდი ცვალებადმასიანი სხეულის მოძრაობის ამოცანების შესასწავლად - კოსმიური სივრცის ფრენის პირობებში. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ამ ამოცანების არა მარტო ანალიზური ამონახსნის მიღებას, არამედ საკმაოდ ხელსაყრელია თანამედროვე ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე რიცხვითი რეალიზაციისათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). პირველი ქალი საქართველოში, რომელსაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.244-245;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 589

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Share: