The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ პატარაძე

ზურაბ პატარაძე
ოფიციალური სახელი:ჯონი პატარაძე
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2001  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1962 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი წყლის ტრანსპორტის სპეციალობით 1979 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1983 წელს.

სასაწავლებლი დასრულებისთანავე საზღვაო ნათლობა იალქნიან გემ «ალფა»-ზე მიიღო, შემდეგ კი ზღვაში საქმიანობა ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერ «ჯუზეპე ვერდი»-ზე განაგრძო; მომდევნო წლებში ცურავდა ამავე სანაოსნოს ტანკერზე «ადლერი», სადაც ელვისებური სისწრაფით გაიარა შტურმანობის ყველა საფეხური და 25 წლის ასაკში ამ გემის კაპიტანი გახდა; 1967 წელს ბათუმში ბრუნდება და როგორც ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი საქმიანობას ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოში განაგრძობს. მეთაურობდა ტანკერების: «მაიკოპი»-ს, «გორი»-სა და «ანაკლია»-ს ეკიპაჟებს, ეს უკანასკნელი გემი კი თავადვე მიიღო ფინეთის ქალაქ რაუმას გემთსაშენში «Rauma Repola» 1968 წელს და მისი შტატიანი კაპიტანი გახდა; კიდევ ერთი გემი, ამჯერად უკვე ბალკერი გაუშვა ექსპლუატაციაში კაპიტანმა პატარაძემ. 1973 წელს მან პოლონეთში, შჩეცინის ა. ვარსკის სახელობის გემთსაშენში მიიღო და ჩაიბარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი გემი, მადანმზიდი - «გიორგი ლეონიძე»; გასული საუკუნის 90-აინ წლებში კი უკვე სახელმოხვეჭილმა ქართველმა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა სანაოსნოს ფლაგმანი, ბალკერი - «დავით აღმაშენებელი» მიიღო, რომლის ეკიპაჟსაც მომდევნო წლების მანძილზე თავად  მეთაურობდა. გარდაიცვალა შორეულ ნაოსნობაში, გემზე ყოფნისას. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: