Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ჯორჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის იმპერატორ ნიკოლოზ I–ის სახელობის ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი 1902 წელს. დაიბადა ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში; 1902-1908წწ. სწავლობდა შვეიცარიის ერთ-ერთ პანსიონში, ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს განხრით; 1910 წელს ბათუმი-მარსელის რეისით ზღვით გაემგზავრა საფრანგეთში ფრანგული ენის დასახვეწად (მოგზაურობა აღწერა დღიურებში); 1910-იან წლებში თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გაიარა წითელი ჯვრის მოწყალების დის კურსები; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს, როგორც მოწყალების და, მოხალისედ წავიდა კავკასიის ფრონტზე; მსახურობდა სარიყამიშის საევაკუაციო პუნქტში, შემდეგ კავკასიის წითელი ჯვრის II მოწინავე რაზმში; ომის წლებში ძმის, პორუჩიკ გიორგი ჯორჯაძის "კოდაკის" წარმოების ფოტოაპარატით შექმნა სურათების სერია, რომელიც ასახავს საბრძოლო მოქმედებებსა და ფრონტისპირა გარემოს; წერდა დღიურსაც ("სულის დღიური"); საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯორჯაძეების ოჯახი იდევნებოდა; ნინო ჯორჯაძე უმეტესად ცხოვრობდა კახეთში, საბუეს მამისეულ სახლში, 1950-იანი წლებიდან კი თბილისში თავისი ახლო ნათესავის, ჟურნალისტ ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის მოწყალების და, მოყვარული ფოტოგრაფი. წყარო: ნინო ჯორჯაძე : ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი/თამარ ლორთქიფანიძე. -თბ., 2015; tpmm.ge; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.45 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |