The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჯორჯაძე

ნინო ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1968  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ საბუეს საგვარეულო სასაფლაო, კახეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი, ფოტოგრაფი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის იმპერატორ ნიკოლოზ I–ის სახელობის ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი 1902 წელს. 

დაიბადა ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში; 1902-1908წწ. სწავლობდა შვეიცარიის ერთ­-ერთ პანსიონში, ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს განხრით; 1910 წელს ბათუმი-მარსელის რეისით ზღვით გაემგზავრა საფრანგეთში ფრანგული ენის დასახვეწად (მოგზაურობა აღწერა დღიურებში); 1910-იან წლებში თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გაიარა წითელი ჯვრის მოწყალების დის კურსები; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს, როგორც მოწყალების და, მოხალისედ წავიდა კავკასიის ფრონტზე; მსახურობდა სარიყამიშის საევაკუაციო პუნქტში, შემდეგ კავკასიის წითელი ჯვრის II მოწინავე რაზმში; ომის წლებში ძმის, პორუჩიკ გიორგი ჯორჯაძის "კოდაკის" წარმოების ფოტოაპარატით შექმნა სურათების სერია, რომელიც ასახავს საბრძოლო მოქმედებებსა და ფრონტისპირა გარემოს; წერდა დღიურსაც ("სულის დღიური"); საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯორჯაძეების ოჯახი იდევნებოდა; ნინო ჯორჯაძე უმეტესად ცხოვრობდა კახეთში, საბუეს მამისეულ სახლში, 1950-იანი წლებიდან კი თბილისში თავისი ახლო ნათესავის, ჟურნალისტ ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის მოწყალების და, მოყვარული ფოტოგრაფი.

წყარო: ნინო ჯორჯაძე : ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი/თამარ ლორთქიფანიძე. -თბ., 2015; tpmm.geყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა გიორგის III ხარისხის მედალი
  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის მედალი
    ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისთვის

გააზიარე: