შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იროდი ტიკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღრმაღელე, ლანჩხუთის რაიონი. დასავლეთ საქათველოს სხვასხვა ქალაქში მოღვაწეობის შემდეგ, 1973 წლიდან თავისი ცხოვრება და შემოქმედება საბოლოოდ ფოთს დაუკავშირა; ფოთის ფოლკლორის ცენტრის ლოტბარი და კონსულტანტი; მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული: I კატეგორიის ლოტბარი (1988), ქალაქ ფოთის კოლორიტი (2009), კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს პრეზიდენტის სამადლობელი წერილები ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის, აჭარის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საზოგადოების საპატიო წევრი (2016), საქართველოს საგუნდო მუსიკის ამაგდარი (2016), პერსონალური ვარსკვლავი (2017); გამოიცა წიგნი – "იროდი ტიკარაძე ქართული სიმღერის მოამაგე" (2017); ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო მედლის ასლის მფლობელი (2018); ღვაწლმოსილი ხელოვანი, ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატი, თვითმმართველი ქალაქ ფოთის ფოლკლორისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ლოტბარი, ხელმძღვანელობს ანსამბლ "ფაზისს". წყარო: საინფორმაციო პორტალი: ipress.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |