The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ ნარმანია

იგორ ნარმანია
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1947
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2010  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ სენაკის სასაფლაო
კატეგორია:პოლიტიკოსი, სპორტსმენი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ილორი, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; ქ. ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს.

1970-1990წწ. სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მასწავლებელი, საქართველოს რესპუბლიკური სპორტული დაოსტატების სკოლის სენაკის ბაზის მწვრთნელი ძიუდოში, სენაკის საბავშვო სპეციალური სასპორტო სკოლის მწვრთნელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 272; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: