Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შაბურ გუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1959 წელს. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე 1960 წლიდან ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად შორეულ აღმოსავლეთში, ნახოდკის საზღვაო ნავსადგურის პორტოფლოტში დაიწყო ბუქსირ «აჩინსკი»- ზე; 1961 წელს იგი შავ ზღვას უბრუნდება და სევასტოპოლის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერზე «სიმფეროპოლი» აგრძელებს ცურვას; 1964 წლიდან კი საქართველოში საოკეანო თევზჭერის სამმართველოს დაარსებისთანავე, უკვე სათანადო გამოცდილების მქონე შორეული ნაოსნობის შტურმანი საქმიანობას საოკეანო ტრაულერების «შოთა რუსთაველისა» (1964) და «კოლხიდას» (1965) კაპიტნის უფროს თანაშემწედ განაგრძობს, მცირე ხნით "საქთევზმრეწვის" საექსპლუატაციო განყოფილების უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა (1965), რის შემდეგაც მრავალი წლის მანძილზე საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს თევზსაჭერი ტრაულერების: «კოლხიდას», «შოთა რუსთაველის», «სალხინოს», «იმერეთის», «ოზერსკის», «ახუნის», «საქართველოსა» და «მცხეთის» კაპიტან - დირექტორია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა ფლოტის საექსპლუატაციო სამსახურში, 2001 წლიდან კი ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის პორტოფლოტის კაპიტან-დამრიგებლად საქმიანობდა და საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა მომავალ თაობას. მის სახელს სამართლიანად უკავშირდება ქართული თევზსაჭერი ფლოტისა და ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს წარსულში საყოველთაოდ ცნობილი მიღწევები და წარმატებები. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |