შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარ ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის რაიონი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამდინარო ნაგებობათა და ჰიდროელსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა 1969 წელს. 1969-1971წწ. შუა ურალის მშენებლობის მთავარი სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1971-1973წწ. მშენებლობის სამინისტროს მე-17 ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1973-1975წწ. თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე (1975); 1975-1977წწ. მშენებლობის სამინისტროს N10 ტრესტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1977-1981წწ. საქართველოს კპ მახარაძის რაიკომის მდივანი; 1981-1986წწ. საქართველოს კპ მახარაძის რაიკომის მეორე მდივანი; 1986 წელს საქართველოს საგეგმო კომიტეტის საქმეთა მმართველის მოადგილე; 1986-1989წწ. საქაგრომრეწვის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს წამყვანი ინჟინერი; 1989-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1991-1992წწ. სახელმწიფო კონცერნი საქავეჯმრეწვის უფროსის მოადგილე; 1992-2001წწ. შპს ფირმა "ტაოს" დირექტორი; 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |