შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯაბა ონიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს; 1970-1974წწ. გაირა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურა ბიოფიზიკის სპეციალობით. 1975 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "ბიოფიზიკის" სპეციალობით; 1975-1976წწ. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1976-1985წწ. ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე; 1978-1991წწ. მისი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩატარდა 15 რესპუბლიკური, საკავშირო-საუნივერსიტეტთაშორისო თუ საერთაშორისო სემინარი, სიმპოზიუმი და კონფერენცია; 1985-1987წწ. ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა ბიოფიზიკის კათედრაზე საკავშირო დახურულ თემატიკას რადიოეკოლოგიაში "Мнение-4" (მოსკოვის უნივერსიტეტი); 1987 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1989-1991წწ. ჯ. ონიანი ხელმძღვანელობდა თევზის მრეწველობის საკავშირო სამინისტროს დაკვეთით, საკავშირო "ВИНРО"-ს ბაზაზე სახელშეკრულებო თემის ნაწილს, 1992 წლის იანვარში, მისი უშუალო წერილობითი მიმართვის საფუძველზე, თემის დამთავრებასთან დაკავშირებით დარჩენილი თანხის ნაშთი (24.000 მანეთი) გადარიცხული იქნა ქაშუეთის ეკლესიის რესტავრაციისათვის, რომელიც იმ დროისათვის ძალიან დაზიანებული იყო სამოქალაქო დაპირისპირებების გამო; 1990 წლიდან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1990-1998წწ. არჩეული იყო რადიოეკოლოგთა საერთაშორისო კავშირის წევრად და საქართველოდან წარსადგენ სამეცნიერო პროექტთა კოორდინატორად (ქ. ბრიუსელი, ბელგია); 1990-2005წწ. ხელმძღვანელობდა "ეკოლოგიური ბიოფიზიკის" სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას; 1991 წლის 14 მარტს საკავშირო მინისტრთა საბჭოსთან არსებული აღმოჩენებისა და გამოგონებების საკავშირო კომიტეტის რეესტრში ჯ. ონიანის სახელზე, 396 ნომრით დაფიქსირდა და გაიცა შესაბამისი დიპლომი ბიოლოგიაში მეცნიერული აღმოჩენის თაობაზე, რომელიც გავრცელდა მოსკოვში მყოფი მსოფლიოს აკრედიტირებული სააგენტოების მიერ; 1994 წელს პროფესორების ჯაბა ონიანის, მურად ცარციძის და დოცენტ ლევან ჩუბინიშვილის უშუალო ინიციატივით თსუ-ში აღდგა სამედიცინო სპეციალობა ბიოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომ 2001 წელს გამოეყო იგი ბიოლოგიის ფაკულტეტს ცალკე მედიცინის ფაკულტეტად; 1994 წელს ლაბორატორიის ბაზაზე გახსნა ჰიდრობიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის კათედრა, სადაც კათედრასთან ერთად ხელმძღვანელობდა ამ ლაბორატორიის საქმიანობასაც; 1994-2005წწ. ჰიდრობიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის გამგე; 1998-1999წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორი გრანტის მფლობელი; 1998 წელს ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ დასახელებული იყო წლის გამოჩნილ მეცნიერად; 1999 წლიდან 2005 წლის მარტამდე იყო ბიოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის, შემდგომში ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2000-2002წწ. ISTC (International Science and Technology Center) - ის გრანტის G-309-ის, მფლობელი-მენეჯერი; 2005 წლიდან, ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის კონსულტანტი; სამეცნიერო კვლევის ძირითადი ინტერესები: ბიოფიზიკა, ელექტროფიზიოლოგია, ჰიდრობიოლოგია, ტოქსიკოლოგია, ცოცხალი ბუნების დაცვა, ბიოლოგიური მედიცინა. ავტორია 180 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთაგანაც უმთავრესია ბიოლოგიაში მეცნიერული აღმოჩენა, ასევე ოთხი მეცნიერული გამოგონება და 10 სახელმძღვანელო, მონოგრაფია თუ დამხმარე სახელმძღვანელო; მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |