The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მაძაღუა

ზურაბ მაძაღუა
Date of birth:1939  (86 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1964წწ. - "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს კპგ ინჟინერი; 1964-1965წწ. - "თბილზნიეპი", ინჟინერი; 1965-1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი (ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი); 1991 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის მიმართულების დოცენტი, პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემაა ბეტონის ცოცვადობის გათვალისწინება ჯვარედინ კონსტურქციებში და თაღოვან კაშხალებში; დისკრეტული სისტემების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა საანგარიშო სქემის ქვესქემებად დაშლის გზით. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (1999).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისკრეტული სისტემების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა საანგარიშო სქემის ქვესქემებად დაშლის გზით", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.245-246

Bibliography


Share: