The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისაკ ნოვრუზოვი

ისაკ ნოვრუზოვი
Date of birth:20 February, 1949  (76 years)
Category:Public official, Historian, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მსხალდიდი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1966-1995წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1966-1968წწ. ლისის სასოფლო საბჭოს სამხედრო მაგიდის უფროსი; 1968-1974წწ. მსხალდიდის სკოლის გამგე, დირექტორი; 1974-1982წწ. საქართველოს ალკკ გარდაბნის რაიკომის მდივანი, პირველი მდივანი; 1982-1984წწ. გარდაბნის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1984-1990წწ. გარდაბნის რაიკომთან არსებული პარტკომისიის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. გარდაბნის რაიკომის მდივანი, მე-2 მდივანი; 1991-1992წწ. მცირე საწარმოს დირექტორი; 1992-1995წწ. გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2002წწ. და 2004-2007წწ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 277; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.134

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია"მოქალაქეტა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის შავიზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    გარდაბნის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქართული ენის შესწავლის ორგანიზაციულ სრულყოფაში, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Share: