Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ობგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მატემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1980 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის, ამავე აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის, რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის, სახელმწიფო სახმშენის წყალთა მეურნეობის თბილისის განყოფილების, ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, ლაბორანტ-სტაჟორი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); არის მრავალი სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 280 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |