Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მახვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1959წწ. მუშაობდა თბილისის კრინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კეთედრაზე - ასისტენტად; 1959 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე: ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობებზე. სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა დრეკადობის მათემატიკური თეორია. კერძოდ, შეისწავლა გეომეტრიულად არაწრფივი იზოტროპული და ანიზოტროპული, ერთგვაროვანი და შედგენილი ცილინდრული და ოდნავ კონუსური ძელების გრეხისა და ღუნვის მეორადი ეფექტები; ასეთივე ძელებისათვის შეისწავლა სხვადასხვა დაძაბული მდგომარეობების ურთიერთგავლენის საკითხები; ამოხსნა ამ თემატიკასთან დაკავშირებული კერძო (რიცხვითი) ამოცანები მინაპლასტიკური ორთოტროპული სხეულებისათვის. აგრეთვე, ერთგვაროვანი ძელებისა და ფირფიტებისათვის იკვლევს ბლანტი - დრეკადობის წრფივი თეორიის ამოცანებს აკადემიკოს ა. ილიუშინის აპროქსიმაციის მეთოდით; წლების განმავლობაში კვლევის ძირითად თემატიკას წარმოადგენს მათემატიკური მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხები, რომელთაც მიეძღვნა რამდენიმე მონოგრაფია (მათემატიკა, მექანიკა - ტერმინები, ცნებები, განსაზღვრებები - 2001 წ; მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - 2008 წ. და სხვ.). 2008 წლის იუნესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მიერ დაჯილდოებულია საზოგადოების პრემიითა და მედლით - "მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის". მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.249-250; საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |