The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ექვთიმე ხელაძე

ექვთიმე ხელაძე
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1905  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში; დაწყებითი განათლება ოზურგეთსა და ქუთაისში მიიღო; 1866 წლიდან ამწყობად მუშაობდა თბილისში, "ცისკრის" რედაქტორის ივანე კერესელიძის, 1870 წლიდან სტეფანე მელიქიშვილის და ამხანაგობის სტამბაში, რომელშიც იწყობოდა გაზეთი "დროება"; 1872 წელს ხელაძემ კერესელიძისგან შეძენილი ინვენტარით ახალი, საკუთარი სტამბა გახსნა თბილისის "იარმუკის" ტერიტორიაზე; სხვადასხვა დროს ხელაძის სტამბაში გამოიცემოდა: "ივერია", "კვალი", "წყარო", "ჯეჯილი", "ცისკარი"; აქვე დაიბეჭდა კათოლიკოს ანტონ I-ის "მზამეტყველება" და "ქართული გრამატიკა", დავით გურამიშვილის "დავითიანი", ბარბარე ჯორჯაძის "სრული სამზარეულო", ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა მწერლების ნაშრომები; სტამბამ დიდი როლი ითამაშა ქართული წიგნის გამრავლების საქმეში; 1902 წელს თბილისში ქართულმა საზოგადოებამ ხელაძის სტამბის 30 წლის იუბილე იზეიმა; რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელაძის სტამბა კაზაკებმა დაარბიეს, ხოლო თავად გამომცემელი შენობის კარებთან მოკლეს; 2017 წელს ექვთიმე ხელაძის სახელი მიენიჭა მანამდე უსახელო ქუჩას თბილისში, საბურთალოს რაიონში. მესტამბე, გამომცემელი.

წყარო: ექვთიმე ივანეს ძის ხელაძის სტამბის 30 წლის არსებობის დღესასწაულის გამო : მილოცვის წერილები და დეპეშები იუბილარის სურათით / მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა. - თბ., 1902 (openlibrary.ge); ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1885-)

გააზიარე: