The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზეზვა მედულაშვილი

ზეზვა მედულაშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:30 აპრილი, 2018  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის სპეციალობით 1962 წელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თავდაპირველად სწავლა დაიწყო ირანოლოგიის განხრით, სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე; პირველივე კურსის მეორე სემესტრიდან გადაიყვანეს ახალგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორც არმენოლოგმა, თუმცა სპარსულის სწავლა არ მიუტოვებია და დამოუკიდებლად განაგრძობდა მის უფრო ღრმად შესწავლას და დაუფლებას; ასევე დამოუკიდებლად სწავლობდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს; 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ "მეგობრობის ცისარტყელაში"; მისი თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი; 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცის სახელობის (1986), ნაჯაფ ნაჯაფოვის სახელობის (2008), აკად. ზაჰიდ ხალილოვის სახელობის (2012, აზერბაიჯანი) პრემიები, სახალხო დღესასწაულის "პოეზიის დღე-შოთაობა"-ს პირველი პრემია (2011), სომხეთის ჯილდო "კანთეღი" (კანდელი, 2012), ქართული კულტურის ამაგდარის წოდება (2011, თბილისის მერია), ქართული კულტურის დესპანი, საპატიო სიგელი (2012, თბილისის მერია); აღმოსავლეთმცოდნე, პოლიგლოტი.

წყარო: საქართველოს ტელევიზიის 1 არხი: 1tv.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.188; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.131; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ზაჰიდ ხალილოვის პრემია
  • 2011 - პირველი პრემია "პოეზიის დღე-შოთაობა"
  • 2011 - პრემია "საგურამო"
  • 2008 - ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია
  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    აზერბაიჯანული ხალხური ეპოსის "ქოროღლის" თარგმანისათვის
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1987 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • 1986 - ეღიშე ჩარენცის პრემია
  • დმანისის საპატიო მოქალაქე
  • პანკისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია

  • 1001 ბაიათი = 1001 Bayati (მთარგმნელი). - თბილისი, საქველმოქმედო ფონდი "პალადიუმი", 2013. - 368 გვ.. - ISBN: 978-9941-0-6022-9
  • ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი (მთარგმნელი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 186გვ.. - ISBN: 978-99941-17
  • ქოროღლი : აზერბაიჯანული ეპოსი (მთარგმნელი) // წ.2. - თბილისი, კავკასიური სახლი, 2003. - ISBN: 99928-71-34-2
  • ქოროღლი : აზერბაიჯანული ეპოსი (მთარგმნელი) // წ.1. - თბილისი, კავკასიური სახლი, 2003. - 248 გვ.. - ISBN: 99928-71-34-2

გააზიარე: