შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. 1923 წლიდან, ჯერ კიდევ როცა სკოლაში სწავლობდა, მუშაობდა ლიმონათის ქარხანაში, სადაც ოსტატის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა; 1928 წელს შევიდა ალკკ-ში; 1929 წლის დასაწყისში სასწავლებლად გაგზავნეს მოსკოვში; კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში მუშად - ჯერ საუთოო-სამრეცხაო მანქანებზე, შემდეგ მზეთავად და ბოლოს ცვლის ქარგლად; 1930 წლის ოქტომბერში გახდა საკავშირო კპ (ბ) პარტიის წევრი; 1931 წელს სასწავლებლად გაგზავნეს ბაქოში, ამიერკავკასიის მებამბეობის ინსტიტუტში, საიდანაც გადავიდა თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1936 წელს დაამთავრა და ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობა მიიღო; ვახტანგ ლოლაძე ინსტიტუტში სწავლობდა და ამავე დროს მუშაობდა კიდეც. 1936-1937წწ. მას საქკომუნის მმართველი მოადგილის თანამდებობა ეკავა; 1937 წლის 11 ნოემბერს დანიშნეს საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისრის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად; 1938 წლის 11 აპრილიდან - სახალხო კომისრად, ამ თანამდებობაზე ის 1938 წლის 16 ნოემბრამდე მუშაობდა. 1938 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს კპ გორის რაიკომის პირველი მდივნის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, 1939 წლის 19 თებერვალს ამავე რაიკომის პირველ მდივნად; 1941-1946წწ. იყო საქართველოს კპ (ბ) პარტიის თბილისის ორგანიზაციის სტალინის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი; 1946-1949წწ. საქართველოს კომპარტიის (ბ) თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი კადრების დარგში; 1949-1951წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული, პროფკავშირული და კომკავშირული ორგანოების განყოფილების გამგის პირველ მოადგილედ; 1951-1952წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ კადრების დარგში; 1952 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სპეციალური წოდება; 1952-1953წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; 1953-1954წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობისა და საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1954-1957წწ. საქართველოს სსრ საქალაქო და სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1957-1959წწ. საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს კადრებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 1959 წლის 24 აპრილს დაინიშნა თბილისის საქალაქო საბჭოს კეთილმოწყობის მუდმივმოქმედი კომისიის თავჯდომარედ; 1958-1972წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დირექტორად; იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I-II მოწვევის დეპუტატი და საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის წევრი, მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, თბილისის XIX, XXIV, XXVIII, XXXII, XXXIV საქალაქო პარტკონფერენციების დელეგატი, საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის წევრი, საკავშირო კპ (ბ) XVIII ყრილობის, საქართველოს კპ (ბ) XIII, XIV ყრილობების დელეგატი. პოლკოვნიკი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |