The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ლაზიშვილი

ზაურ ლაზიშვილი
Date of birth:21 November, 1939
Date of death:21 December, 2020  (at 81 years)
Burial location:ქ. ბათუმი
Category:Educator, Choreographer, Art historian

Biography

დაბადების ადგილი:  ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკუტეტი.

მოწოდებით ფეხბურთელი მე-7 კლასიდან დაეუფლა ქართულ ცეკვებს; პირველი მასწავლებლები იყვნენ: აბდულ დიასამიძე და გივი ჩიხლაძე; 1964 წლიდან ცეკვავდა ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში; დედაქალაქიდან  ბათუმში დაბრუნდა და ქორეოგრაფობდა ანსამბლ "სალაღობოს", სადაც განახორციელა დადგმა მთიელ ქალ-ვაჟთა საზეიმო და მოხევურ-მთიულური ცეკვა, რომელიც პირველად გადაიღეს 1967 წელს "დეფამ" (გერმანია) ფილმისთვის "ჩემი მეგობარი სიბილა"; 1966 წლიდან იყო ბათუმის პიონერთა პარკის, ანსამბლ "გაზაფხულის" - მთავარი ქორეოგრაფი; 1976 -2004წწ. მუშაობდა ბათუმის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორად, პარალელურად მოღვაწეობდა ქორეოგრაფ პედაგოგად; აღზრდილი ჰყავს არაერთი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი თეორიული, მეთოდურ - პრაქტიკული შინაარსისა თუ კრიტიკული წერილი. 2012 წელს მიენიჭა ქორეოგრაფიის რაინდის წოდება, 2016 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "არსიანის" ეზოში გაიხსნა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: მურმან გამისონიას მიერ გამოგზავნი ბიოგრაფიული მონაცემები; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.83-84

Member of Organizations

  • საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (2011-)

Awards and Honors

  • 2012 - ქორეოგრაფიის რაინდი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1971 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს სახალხო განათლების დამსახურებული მოღვაწე

Share: