The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარატ ღვალაძე

მარატ ღვალაძე
Date of birth:26 January, 1940
Date of death:24 March, 2000  (at 60 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1965 წელს.

1967-1978 წწ. მუშაობდა ირ. აბაშიძის სახ. ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში ფილოსოფიის რედაქციის წამყვან სამეცნიერო რედაქტორად, შემდეგ გამგედ; მას ეკუთვნის 70-მდე საენციკლოპედიო სტატია, არის მრავალი სტატიის რედაქტორი; 1978-1985 წწ. მუშაობდა ქ. ჭიათურაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: შახტმშენის განთავისუფლებულ პარტკომად, საქალაქო გაზ. "ჭიათურის მაღაროელის" მთავარ რედაქტორად; 1988-1990 წწ. "საქინფორმის" კახეთის რეგიონის კორესპონდენტად; 1990 წლიდან გაზ. "საქართველოს რესპუბლიკაში", განყოფილების გამგედ; 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის მდივანი; 1995-2000 წწ. იყო გაზ. "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი; 1996 წელს გამოიცა ამ გაზეთის სპეციალური გამოშვება "დავით აღმაშენებელი"; არის თანაავტორი დოკუმენტური ფილმის სცენარის "ზურაბ წერეთელი"; ასევე ავტორი წიგნის "თანადგომა გადაგვარჩენს".

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, განყოფილების გამგე

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის
  • 1999 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური საკითხების მაღალპროფესიულ დონეზე გაშუქებისათვის
  • 1999 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის

Bibliography


Share: