The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა პეტრიაშვილი

ბიძინა პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1945
გარდაცვ. თარიღი:1998  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით ავტომობილები და ტრაქტორები 1967 წელს.

1967-1968წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1969-1971წწ. მოსკოვის ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტში; 1971-1992წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში; 1979-1997წწ. კვლავ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, "მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მანქანების" კათედრაზე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროები იყო მექანიზმებისა და მანქანების თეორია, მანქანათა ნაწილები, ფერდობმავალი ტრაქტორები, რობოტოტექნიკური სისტემები, მაღალი გამავლობის არატრადიციული მაძრავები, მაბიჯი მანქანების თეორია. მისი ხელმძღვანელობით პირველად სსრკ-ში შემუშავდა, დამზადდა და გამოიცადა მაბიჯი მაძრავებიანი მანქანის რამდენიმე უნიკალური ნიმუში. მის მიერ შემუშავებულია ასეთი მანქანების საყრდენი რგოლების ორიგინალური კონსტრუქცია, გამოკვლეულია მათი გამწევ-ჩაჭიდებითი თვისებები. ბიძინა პეტრიაშვილს ჰქონდა შესანიშნავი სპორტული კარიერაც. იგი იყო ქართველ მორაგბეთა ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.267

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: