The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ სანიკიძე

ჯემალ სანიკიძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1933
გარდაცვ. თარიღი:2021  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - მათემატიკა 1956 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1959 წელს.

1960-1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიახლოებითი ანალიზის კათედრის დოცენტი; 1967-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978 წლიდან ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მეთოდების განყოფილების გამგე; 1983-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა კოშის ტიპის სინგულარული ინტეგრალების აპროქსიმაციისა და მათი გამოყენების საკითხები, კერძოდ, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენებითი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნის ალგორითმების კონსტრუირება და გამოკვლევა. 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს რუსეთის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მედალი (2003). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.272

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: