The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დურსუნ ცინცაძე

დურსუნ ცინცაძე
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1968 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო- საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1983 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა ნავთობსატანკერო ფლოტის ნოვოროსიისკის სამმართველოს თხევადი ტვირთის გადამტან გემებზე დაიწყო; 1969 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ცურვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; იყო III, II, კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 1980 წელს კი ტანკერ - «გენერალი ბაგრატიონი»-ს კაპიტანი გახდა; მომდევნო წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი დურსუნ ცინცაძე საქართველოს სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; 1984 წელს ხორვატიის პორტ სპლიტის გემთსაშენში მან მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ტანკერების ახალი სერიის სათაო ხომალდი -«ИОСИП БРОЗ ТИТО» და ამ ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა; მომდევნო წლებში მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებს: «НОДАР ДУМБАДЗЕ», «SHOTA» და «ANDREA»; დამოუკიდებელი საქართველოს ახალი საზღვაო ადმინისტრაციის შექმნის ურთულეს და გარდამავალ  პერიოდში (1997-2004) დურსუნ ცინცაძე მისი ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი - თავმჯდომარე გახლდათ; 2004-2005 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრორექტორი სასწავლო-აღზრდელობით დარგში; 2008-2013 წწ. აზერბაიჯანის კასპიის სანაოსნოს უფროსის მრჩეველი; იმავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სადაც დღემდე მოღვაწეობს. არაერთი საერთაშორისო საზღვაო ფორუმის, კონფერენციისა და სემინარის მონაწილე; საზღვაო თემატიკაზე მომზადებული  სამეცნიერო-ტექნიკური შრომებისა და წიგნის "გემის მდგრადობა" ავტორი. ასოცირებული პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.   

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: