Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ლევან ჯიქია
Date of birth: | 26 December, 1980 (44 years) |
Category: | Historian, Scientist, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, წალენჯიხის რაიონი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი 2005 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2007 წელს; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2012 წელს.
2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივანი; 2016-2018წწწ. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე; 2018 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი; 2018 წლიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. პროფესორი.
სადოქტორო დისერტაცის თემა - "1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 2012 წელს.
Member of Organizations
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, წევრი (2015-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, წევრი (2019-)
Bibliography
- 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება სენაკის მაზრაში : ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 84 გვ. . - ISBN: 9789941945786
- 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში : ნარკვევი : დოკუმენტები და მასალები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 128გვ.
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957) : გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები (Co-Author). - თბილისი, ქართული უნ-ტი, 2015. - 308გვ.. - ISBN: 9789941945007
- საქართველოს ისტორიული ტერიტორია რუსეთ-ოსმალეთის (თურქეთის) ომებსა და ზავებში (1695-1953) (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 88გვ.. - ISBN: 9789941945090
- საქართველოს საზღვრები, 1917-1938 : ნარკვევი, დოკუმენტები და მასალები (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2014. - 190გვ.. - ISBN: 9789941108853
- ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხი 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში = Вопрос о Тао-Кларджети, Лазистана и Аджарии в международных отношениях 1812-1953 гг. = The issue of Tao-Klarjeti, Lazeti and Ajara in 1812-1953 international relations (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 236გვ. . - ISBN: 9789941108075
- 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი : დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო) (Compiler). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 364გვ.. - ISBN: 9789941176579
- ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და ფერეიდანი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში : დოკუმენტები და მასალები (1944-1951) (Co-Author). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 113გვ. . - ISBN: 9789941176609
- 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში : მონოგრაფია (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 523გვ.. - ISBN: 9789941174193
|