The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემურ ტაბატაძე

დემურ ტაბატაძე
Date of birth:23 July, 1949  (75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1975წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ინჟინერი; 1975-1983წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ტექნიკური სექტორის ხელმძღვანელი; 1992-2009წწ. – სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2009 წლიდან – სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992-2006წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო და სეისმომედეგობის კათედრის დოცენტი; 2006-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო და სეისმომედეგობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექნიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი პროფესორი. მის სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ნაკლებად გამოკვლეული საინჟინრო ამოცანები, რომლებიც ეხება ანაკრები ბრუნვითი გარსების გაანგარიშებას, რომელთა ზოგიერთი ფიზიკური და გეომეტრიული პარამეტრები იცვლებიან ნახტომისებურად, კერძოდ, მან შეისწავლა ისეთი ანაკრები გუმბათოვანი კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, რომელთა შემადგენელი ელემენტები დაკავშირებულია ერთმანეთთან იდეალური სახსრებით მერიდიანულ ან რგოლურ კვეთებში; განხილული აქვს აგრეთვე პლასტიკურ-ხისტი ორთოტროპული ბრუნევითი გარსების და ფენოვანი გარსების რაციონლური გაანგარიშება; დრეკად-პლასტიკური ანაკრები გარსების ზიდვის უნარის დადგენა. აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად იგი იყენებს აკადემიკოს შ. მიქელაძის მიერ წყვეტილი ამოხსნების კონსტრუირების მათემატიკურ აპარატს; გამოქვეყნებული აქვს 84 ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია, ოთხი სახელმძღვანელო და სამი მეთოდური მითითება; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; არის საქართველოს უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; საქართველო საინჟინრო აკადემიის მშენებლობის განყოფილების სწავლული მდივანი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.276-277; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.geსაქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 239-240

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი

Bibliography


Share: