The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტარასოვი

გიორგი ტარასოვი
Date of birth:20 May, 1937  (87 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის ადმირალ ა. მაკაროვის სახელობის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1961 წელს.

1962 წელს შრომითი საქმიანობა ბათუმის ნავსადგურის პორტფლოტის გემებზე დაიწყო, სადაც 1965 წლამდე მუშაობდა საზღვაო ბუქსირების კაპიტნის თანაშემწედ; 1965-1969 წწ. შტურმანად და კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა შავი ზღვის სატანკერო ფლოტის სამმართველოს, მოგვიანებით კი ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერ «Луцк»-ზე; 1969 წელს უკვე გამოცდილი ზღვაოსანი საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, თავდაპირველად ტანკერ «АКТАУ»-სა და «АХАЛЦИХЕ»-ს კაპიტნის უფროს თანაშემწედ განაგრძობს; 1971 წელს სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიაზე გიორგი ტარასოვი შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს; კაპიტნად ცურავდა ტანკერებზე: «АДИГЕНИ», «АКСАЙ», «ЗУГДИДИ» და «АЛЕКСЕЕВКА»; 1973 წელს მან  ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში მიიღო საქართველოს სანაოსნოსათვის აგებული ახალი გემი «ГЕНЕРАЛ БАГРАТИОН»-ი, რომლის ეკიპაჟსაც მომდევნო 6 წლის მანძილზე მეთაურობდა, 1979 წელს კი ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში ჩაიბარა და ექსპლუატაციაში გაუშვა საქართველოს სანაოსნოსათვის აგებული მორიგი ახალი გემი «АЛЕКСАДР КОРНЕЙЧУК»-ი, რომლის შტატიანი კაპიტანიც იყო 16 წლის მანძილზე. 1995 წლიდან გიორგი ტარასოვი კაპიტნად ცურავდა ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების «ABC MARITIME»-სა და «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის გემებზე: «A. TSERETELI», «N. DUMBADZE» და «GALI». ზღვაში საქმიანობა დაასრულა 2005 წელს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. საზღვაო ფლოტის დამსახურებლი მუშაკი (1977).

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: