Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ფანცულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხულო, ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1982 წელს. მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტში პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა მოიცავს ზომის თეორიას, ჰარმონიულ ანალიზს, ალბათობის თეორიას, მათემატიკურ სტატისტიკას და დიფერენციალურ განტოლებებს; მის მიერ შემუშვებულია მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა პოლონურ ტოპოლოგიურ ვექტორულ სივრცეებზე ინვარიანტული არაგადაგვარებული ძვრების მიმართ ინვარიანტული ბორელის ზომების აგების საშუალებას; მის მიერ არის შემუშავებული მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას პოლონურ ტოპოლოგიურ ვექტორულ სივრცეებზე განსაზღვრული სიგმა-სასრულო ბორელის ზომების ნებისმიერი ოჯახისათვის ავაგოთ მათი ნამრავლი; მას ეკუთვნის ლოკალურად კომპაქტურ ტოპოლოგიურ ჯგუფებზე განსაზღვრული ჰაარის ზომის ინვარიანტული გაგრძელებების აგების ერთი კონსტრუქცია, რომელიც განსხვავდება კოდაირასა და კაკუტანის მიერ ადრე შემუშავებული მეთოდებისაგან; მის მიერ ნაჩვენებია, რომ თუ ალბათური ზომების ყოველი კონტინუალური სუსტად განცალებადი ოჯახი არის ძლიერად განცალებადი, მაშინ მართებულია კონტინუუმ ჰიპოთეზა; მის მიერ მოცემულია პოლონური ჯგუფებისათვის სკოროხოდის მიერ 1980 წელს შემოტანილი ორთოგონალური ალბათური ზომების კლასიფიკაციის შემდგომი გაუმჯობესება, რომელიც იძლევა საშუალებას უსასრულო შერჩევითი ძალდებული შეფასებების კლასი დავხლიჩოთ სუბიექტურ, არაძლიერად ობიექტურ და ძლიერად ობიექტურ ქვეკლასებად; მის მიერ შემუშავებულია ახალი მეთოდი, რომელიც იყენებს უსასრულო რიგის მქონე მატრიცების თეორიის ტექნიკას და იძლევა სხვადასხვა (სასრული და უსასრულო რიგის) ჩვეულებრივი მუდმივკოეფიციენტებიანი დიფერენციალური განტოლების ამონახსენის ცხადი სახით ჩაწერის საშუალებას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.278-279 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |