The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ქენქაძე

პეტრე ქენქაძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზების ექსპლუატაციის სპეციალობით 1976 წელს; 1981-1983წწ. სწავლობდა მოსკოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში.

მუშაობდა მოსკოვის რკინიგზაზე, სადგურ ორეხოვო-ზუევოში სადგურის მთავარ ტექნოლოგად; 1985-2002წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზაზე (ამიერკავკასიის რკინიგზის გამოთვლითი ცენტრის უფროსის მოადგილე, შემდეგ, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის დირექტორი). მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია რკინიგზის სიმძლავრე და მის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები; მის მიერ მეცნიერულად დამუშვებულია მეთოდი, ვაგონ და მატარებელნაკადების შემჭიდროებით გატარება პაკეტური და დიდმასიანი (შეერთებული) მატარებლების შემხვედრ მიმართულებებზე მოძრაობის პირობებში წარმატებით იქნა გამოყენებული ამიერკავკასიის, ვოლგისპირეთისა და სამხრეთის რკინიგზების ტვირთდაძაბულ უბნებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.284-285

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: