შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურად ყალაბეგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაფარეული, თელავის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; 1969 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასპირანტურა. 1965-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1991-2011წწ. - კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში განყოფილების გამგის და დირექტორის თანამდებობებზე; 2011 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის მიმართულება "მშენებლობის" ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: თხელკედლიანი ფილებისა და გარსების ზიდვის უნარი და რაციონალური გაანგარიშება, თხელი ფილებისა და გარსების რადიოაქტიური დასხივების გზით ოპტიმალური დაგეგმარება, გეომეტრიულად არაწრფივი წყვეტილმახასიათებლიანი გარსებისა და ფილების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება, კარკასული და კარკასულ კავშირებიანი შენობების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება მიწისძვრით გამოწვეულ კინემატიკურ იმპულსურ ზემოქმედებაზე; იგივე ამოცანა შეისწავლა მასალის ფიზიკური არაწრფივობის გათვალისწინებით, როცა მასალა მუშაობს პრანდტლის სქემის მიხედვით ან მასალის წრფივად განმტკიცების პირობებში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.286-287 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |