Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახუშტი ქიზიყურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბე, სიღნაღის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის კვების მრეწველობის ინსტიტუტში, რომელიც შემდეგ გადაიტანეს სოხუმში (სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტი), ხოლო ვახუშტი ქიზიყურაშვილმა სწავლა გააგრძელა თბილისში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1964 წელს. 1969 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1964 წელს მუშაობა დაიწყო დედოფლისწყაროს №1 ქარხანაში მეღვინედ; იყო ყველ-კარაქის სათაო ქარხნის დირექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მთავარი სამმართველოს სექტორის უფროსად; გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორის პირველ მოადგილედ; საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტში სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მთავარი სამმართველოს წამყვან ეკონომისტად; ეკონომიკისა და მიწოდების კოორდინაციის მთავარი სამმართველოს შრომის ორგანიზაციის ხელფასისა და სოციალური განვითარების სამმართველოს სამეურნეო მექანიზმების სრულყოფის განვითარების გამგედ; სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ეკონომიკის მთავარი სამმართველოს მეურნეობრიობის ახალი ფორმების დანერგვის სექტორის უფროსად, მთავარ სპეციალისტად; საგარეო ეკონომიკური ფირმა "მერკურის" ტექნოლოგად; შპს "მერკურის" ვიცე-პრეზიდენტად. სხვადასხვა დროს ვახუშტი ქიზიყურაშვილი იყო შპს "მერკურის" გენერალური დირექტორი (თბილისი), შპს "ქიზიყის" აღმასრულებელი დირექტორი (თბილისი), შპს "ჯი აი აის" აღმასრულებელი დირექტორი, სადაზღვევო კომპანია "ლოიდის" (ინგლისი) ბროკერი საქართველოში, ამბროლაურის რაიონის შპს "ბარაკონის" დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე, ხირსისა და წნორის ღვინის ქარხნების დამფუძნებელი საბჭოს წევრი, თბილისის მარცვლეულისა და ნავთობის მთავარი ბირჟის დამფუძნებელი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაარსებული ფონდის "დემოკრატია და აღორძინების" დირექტორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.300 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |