Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ შოშიაშვილი![]()
Biography1972 წელს მუშაობდა წნორის საქკვებრემმშენის მე-8 უბანზე მუშად. 1973-1978წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტზე; 1981-1986წწ. იურიდიულ ფაკულტეტზე. 1978 წლიდან სამუშაოდ გაანაწილეს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში. 1979-1986წწ. მუშაობდა თბილისის ოქტომბრის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების სოციალისტური საკუთრების მტაცებლობისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებაში ინსპექტორად, ქვეგანყოფილების უფროსად. 1986 წლიდან იყო თბილისის ოქტომბრის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი; 1992 წლიდან ისნის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი, საგამოძიებო განყოფილების უფროსი. 1995-1997წწ. თენგიზ შოშიაშვილი იყო თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პირვლი მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1999 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1999 წლის 8 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის განსაკუთრებული წოდება. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.303; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.141 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |