The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ხმალაძე

თამაზ ხმალაძე
Other name:აკაკი ხმალაძე
Date of birth:29 August, 1946  (78 years)
Category:Translator, Writer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კინოხელოვნება-ტელევიზიის განყოფილება.

1979 წლიდან მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტში რადიოს ლიტერატურული პროგრამების რედაქტორად, პასუხისმგებელ მდივნად, განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ; 1993 წელს დაინიშნა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს ტელერადიო ინსტიტუტში, იყო თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი და ამავე უნივერსიტეტის ტელერადიო ჟურნალისტიკის კათედრის გამგე. თამაზ ხმალაძემ ქართულად თარგმნა ჩეხი მწერლების ირჟი კრშენეკის, ბოგუმილ ნოგელის, ოტო ჰაველის, ფრანტიშეკ კუბალას მოთხრობები; ჩინური ლიტერატურის კლასიკოსის ლაო შეს მოთხრობები და ესეები, იუგოსლავიური პროზის ცალკეული ნიმუშები. თამაზ ხმალაძე იყო ავტორი და რედაქტორი ცნობილი რადიოპროგრამებისა: "ენაი შემკული და კურთხეული", "დროება", "პოეზიის ქნარი". 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქიზიყ-ჰერეთის განყოფილებას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის მწერალთა წრეს. 1998 წელს წარდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად; მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პირველი პრემია (1990), წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საუკეთესო მოთხრობებისათვის ჟურნალ "დროშის" პრემია, საქართველოს ტელეჟურნალისტთა ასოციაციის პირველი პრემია (1996).

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.313; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.251

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქიზიყის მხარის ლიტერატურული და კულტურული ტრადიციების აღორძინებისათვის
  • 1995 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: