შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ შათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. 1930 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1932 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს. 1940-1943წწ. - სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1943-1947წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1947-1949წწ. - მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი; 1949-1964წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრა; 1968 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1971-1987წწ. - ამავე კათედრის გამგე. 1971 წელს მისი ინიციატივით დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კათედრა, რომელიც ემსახურებოდა სამთო-გეოლოგიურ, ენერგეტიკულ და სამშენებლო ფაკულტეტებს; 1987 - წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. რამდენიმე სახელმძღვანელოს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მის მიერ გამოკვლეულია მდგრადი დრეკადი რხევის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანები ლიაპუნოვის ზედაპირით შემოსაზღვრული არეებისათვის; აგრეთვე კონტაქტური ამოცანა ლიაპუნოვის წირით შემოსაზღვრული არეებისათვის; შეისწავლა ერთი კლასის სინგულარულ-ინტეგრალურ განტოლებათა თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.290-291; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული.-თბ., 2012. -გვ.149-150 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |