Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატალია ჩინჩალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მექანიკის სპეციალობით 1996 წელს. 1996-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი - I კატეგორიის ინჟინერი; 1997-2003წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2006წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან - მკვლევარი; 2007-2010წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლაბორატორიის გამგე; 2010-2012წწ. - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, დიფერენციალური განტოლებების მიმართულება, ასისტენტ პროფესორი; 2012-2016წწ. - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მექანიკის კათედრა, ასისტენტ პროფესორი; 2016 წლიდან - ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება წამახვილებული დრეკადი გარსები, ფირფიტები და ღეროები; თხევად და დრეკად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანები; გადაგვარებული დიფერენციალური განტოლებები და სისტემები; სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები; მას შესწავლილი აქვს ხარისხოვანი წამახვილების მქონე პრიზმული გარსების ღუნვის სტატიკისა და დინამიკის ამოცანები; წამახვილების გეომეტრიაზე დაყრდნობით დადგენილი აქვს კრიტერიუმი, როდის შეიძლება წამახვილებული ბოლოების ჩამაგრება ან დაყრდნობა, როგორც იერარქიული, ასევე, კირხოფ-ლიავის მოდელებისათვის; განხილული აქვს წამახვილებული ფირფიტებისა და არაკუმშვადი სითხის ურთიერთქმედების საკონტაქტო ამოცანები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2010). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.293; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |