Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აღათი კაკაჩია![]()
Biographyაღათი კაკაჩია და მისი მეუღლე, ლევან გუჯას ძე მესხია ცხოვრობდნენ სოფელ ობუჯში. მეუღლე 1905 წლიდან რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩართული. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში და დაპატიმრებას მიმალვით გადაურჩა. მალევე ლევან მესხიას, ისევე როგორც აჯანყების სხვა მონაწილეებს ამნისტია შეეხო. 1930 წელს ლევან მესხიაზე "ჩეკამ" კიდევ ერთხელ მიიტანა ეჭვი ანტისაბჭოთა გამოსვლების ორგანიზებაში, იგი კვლავ მიიმალა და ამის შემდეგ ვერც ძალოვანმა ორგანოებმა და ვერც ოჯახმა მის კვალს ვეღარ მიაგნო. მეუღლის ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო, აღათი კაკაჩია და 5 მცირეწლოვანი შვილი 1931 წელს გამოაძევეს საკუთარი სახლიდან. აღათი კაკაჩია 1938 წლის 22 თებერვალს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ანტისაბჭოთა აგიტაციის და ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით 8 წლით გადაასახლა შრომა-გასწორების კოლონიაში. გადასახლებიდან 2 თვეში, 22 აპრილს იგი გარდაიცვალა. (შვილის, ორდენ მესხიას მოგონებები პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს, წალენჯიხის საზოგადოებრივ პოლიტიკურ გაზეთ "ეგრისში"), რეპრესირებული. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: ar-ar.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |