The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აღათი კაკაჩია

აღათი კაკაჩია
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1938  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

აღათი კაკაჩია და მისი მეუღლე, ლევან გუჯას ძე მესხია ცხოვრობდნენ სოფელ ობუჯში. მეუღლე 1905 წლიდან რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩართული. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში და დაპატიმრებას მიმალვით გადაურჩა. მალევე ლევან მესხიას, ისევე როგორც აჯანყების სხვა მონაწილეებს ამნისტია შეეხო. 1930 წელს ლევან მესხიაზე "ჩეკამ" კიდევ ერთხელ მიიტანა ეჭვი ანტისაბჭოთა გამოსვლების ორგანიზებაში, იგი კვლავ მიიმალა და ამის შემდეგ ვერც ძალოვანმა ორგანოებმა და ვერც ოჯახმა მის კვალს ვეღარ მიაგნო. მეუღლის ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო, აღათი კაკაჩია და 5 მცირეწლოვანი შვილი 1931 წელს გამოაძევეს საკუთარი სახლიდან. აღათი კაკაჩია 1938 წლის 22 თებერვალს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ანტისაბჭოთა აგიტაციის და ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით 8 წლით გადაასახლა შრომა-გასწორების კოლონიაში. გადასახლებიდან 2 თვეში, 22 აპრილს იგი გარდაიცვალა. (შვილის, ორდენ მესხიას მოგონებები პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს, წალენჯიხის საზოგადოებრივ პოლიტიკურ გაზეთ "ეგრისში"),  რეპრესირებული.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: ar-ar.facebook.com


გააზიარე: