The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით რასულ-ზადე

დავით რასულ-ზადე
Date of birth:1900
Date of death:1938  (at 38 years)
Category:Diplomat, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი.

განათლება მიიღო  ქალაქ მექაში (საუდიის არაბეთი). 25 წლის ასაკში გახდა აზერბაიჯანის კონსული საქართველოში, შემდეგ იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკების ელჩი თურქეთში, იყო ადგილობრივი აზერბაიჯანული გაზეთის დამფუძნებელი. დიდ ყურადღებას უთმობდა ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის განათლებას, მათ მიერ ქართული ენის შესწავლას. 1930-იან წლებში დავით რასულ-ზადე გადაიყვანეს ბაქოში, სადაც მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1937 წლის 22 დეკემბერს, დავით რასულ-ზადეს მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მაგადანში გადაასახლეს. პირადი წერილებში აღნიშნავდა, რომ დარწმუნებული იყო უდანაშაულობაში და არ შეწყვეტდა პროტესტს. ის წერდა, რომ სტალინისთვის უნდა შეეტყობინებინათ მისი ამბავი, რადგან ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. გადასახლებიდან 2 წელიწადში მან შიმშილობა გამოაცხადა, რის შედეგადაც ჯამრთელობა შეერყა და მალევე გარდაიცვალა. 1956 წლის 22 ოქტომბერს, ოჯახმა მიიღო ცნობა დავით რასულ-ზადეს რეაბილიტაციის შესახებ. დავით რასულ-ზადეს ბიძაშვილი, მემედ ემინ რასულ-ზადე იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიტიკოსი რომელმაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 28 მაისს და შემდეგ აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი. დავით რასულზადეს ჰყავდა ქალიშვილი გულნარა. მისი შვილიშვილი, რუსუდან კვანჭახაძე თბილისში ცხოვრობს. (ბიოგრაფიის წყარო: რუსუდან კვანჭახაძის ზეპირი ისტორია).

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: m.facebook.com


Share: