The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ სოსელია

თენგიზ სოსელია
Date of birth:1 January, 1933
Date of death:8 March, 2016  (at 83 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტი 1957 წელს (პედაგოგები: იოსებ გაბაშვილი, დავით გაბაშვილი, ვასილ შუხაევი, კორნელი სანაძე, უჩა ჯაფარიძე).

მხატვარის სადიპლომო ნამუშევარი "სტუმრად საქართველოში" (ხელმძღვანელი: უ. ჯაფარიძე) ახალგაზრდა მხატვარმა უძღვნა ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუსა და მისი ქალიშვილის ინდირა განდის ვიზიტს საქართველოში (1955); 1958 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას რესპუბლიკურ და საკავშირო, საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში; 1974 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსსა-ში, მუშაობას იწყებს თსსა ხატვის კათედრაზე უფროს პედაგოგად; 1996 წლიდან ენიჭება დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება, შემდგომ პროფესორის წოდება. გამოფენები: "ქართული სახვითი ხელოვნება", თაობათა გამოფენა-რეტროსპექტრული ექსპოზიცია (საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი, 1987), ვენა (ავსტრია, 1989), თსსა ხატვის კათედრის პედაგოგთა გამოფენა (ქარვასლა, თბილისი, 1996), გამოჩენილ ქართველ მხატვართა გამოფენა-აუქციონი (საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი, 1999),  როტერდამი (ნიდერლანდები, 2005), ანტვერპენი (ბელგია, 2006), რუსეთის სამხატვრო აკადემიის  საგამოფენო დარბაზი გამოფენა - "მეგობრების პალიტრა" (რუსეთის სახალხო არტისტის ლევ გორელიკის კერძო კოლექციიდან, 2006), ირანის ხელოვნების აკადემია, ქართველ მხატვართა გამოფენა-აუქციონი თეირანში (გამოფენა მოეწყო თეირანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ირანის კულტურის აკადემიის დარბაზში -"საბა" - IRANIAN ACADEMY OF ARTS "SABA" CULTURAL&ARTISTICINSTITUTE - 2007), კრონინგენი (ნიდერლანდები, 2007), კარლოვი-ვარი (ჩეხეთი, 2011), "გაზაფხულის ფესტივალი" (მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი, "მუზა", 2012), გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში (2013), თენგიზ სოსელიას პირველი პერსონალური გამოფენა "ლურჯი აპრილი" (თბილისი, ქარვასლა, 2013); მხატვრის ძირითადი  ნამუშევრები: პანო "საქართველო" (ახალი ათონი, 1977), "ცირკი" (1991), "კოლომბინა და არლეკინი" (1991); პორტრეტების სერია: "ლიკა ჭავჭავაძის პორტრეტი", "ლონდა მდივანის პორტრეტი", "ეთერ საღინაძის პორტრეტი", "ცინუკი დადიანის პორტრეტი", "გულიკო საღინაძის პორტრეტი", "ნუკი" (ნინო) ჩოლოყაშვილის პორტრეტი), "ნანა მეგრელიძის პორტრეტი", "თინა ახობაძის პორტრეტი", "მადი თაბაგარის პორტრეტი", "დალი გაგუას პორტრეტი", "ნუნუკა შაქარაშვილის პორტრეტი", "მარინა სოსელიას პორტრეტი", "ია თაბაგარის პორტრეტი", "მერაბ გეგიას პორტრეტი", "ნანა ზაალიშვილის პორტრეტი", "ალლა პივნევას პორტრეტი", "ცისანა კაკაბაძის პორტრეტი", "დიანა ბაციკაძის პორტრეტი" და სხვ., ფერწერული  ტილოები, პეიზაჟები, ნატურმორტები. ილუსტრირებული აქვს წიგნები: "მარუხის თეთრი ღამეები" (ე. ჯაფარიძე, ნაკადული, თბილისი, 1963), "უღრანი ტყის საიდუმლო", ისტორიული რომანი "დედის ტაძარი" (წიგნში ასახულია XVII საუკუნის მესხეთ-ჯავახეთის ვითარება-ავტ. გიორგი ზედგენიძე /გამომცემლობა "მერანი", 1969), "მღვიმეებსა და უფსკრულებში", "ორფეოსი", "მხატვარ ვანო ხოჯაბეგოვის პორტრეტი" (თეიმურაზ ბერიძე, 1970). თ. სოსელიას ნამუშევრები ინახება და ექსპონირებულია: საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; საქართველოს ეროვნულ გალერეასა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდებში; ირანის ხელოვნების აკადემიაში; საქართველოს, გერმანიის, ავსტრიის, ინგლისის, საფრანგეთის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, დანიის, ნორვეგიის, რუსეთისა და იაპონიის კერძო კოლექციებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია-ЛЕВ  ГРИГОРЕВИЧ  ГОРЕЛИК-ის კოლექცია. მხატვარ თინა მეგრელიშვილის მეუღლე.

Member of Organizations

  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1961-)

Share: