The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ იაშვილი

ავთანდილ იაშვილი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა გორა, ვანის რაიონი.
დაამთავრა მოსკოვის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდით იყო თბილისის ცენტრალური რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსი, შემდეგ საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტროს აპარატში ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირის სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომ - უფროსი; საქართველოს სოციალისტური რეჟიმიდან კაპიტალისტურზე გადასვლის შემდეგ სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ავთანდილ იაშვილი ინიშნება დარგის ერთადერთი მმართველობითი ორგანოს ელექტროკავშირის გენერალურ დირექტორად, სადაც გაერთიანებული იყო სისტემის თითქმის ყველა ტექნიკური დარგი; 90-იანი წლების მეორე ნახევარში ბიზნესმენთან და ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროს მოღვაწესთან ფრიდონ ინჯიასთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა საქართველო სატელეკომუნიკაციო სფეროს კერძოს სექტორის ჩამოყალიბებაში; მათი მონაწილეობით დაარსდა საქართველოში პირველი კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიები ჯეოსელი და ახალი ქსელები, რამაც დიდი როლი ითამაშა საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში; მას სხვადასხვა დროს ეკავა სატელეკომუნიკაციო სფეროს სხვადასხვა კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობები: 1996-2013წწ. შპს ახალი ქსელების გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. წლებში კომპანია ჯეოსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; სხვადასხვა პერიოდში შპს სისტემნეტსა და შპს ფობნეტში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ფლობს მნიშვნელოვან ბიზნესდივიდენდებსა და წილებს შპს ახალ ქსელებსა და შპს ახტელში; ტელეკომუნიკაციის სფეროს მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: აღიარებული ხელმძღვანელი და სანიმუშო პიროვნება : ავთანდილ იაშვილი - 60 / ფრიდონ ინჯია ; ვახტანგ თოდუა, თეიმურაზ ღოღობერიძე, მამია სულაბერიძე და სხვ. // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2014. - 7 თებერვალი. - N26 (7407). - გვ.7 (dspace.nplg.gov.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.32

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო კავშირგაბმულობის აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: