The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ძაგნიძე

ომარ ძაგნიძე
Date of birth:1 January, 1935  (90 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს; ასპირანტურა - 1962 წელს.

1962-1966წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ასისტენტად; 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში: 1966-1970წწ. - უმცროსი, 1970-1989წწ. - უფროსი, 1989-2006წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 2006 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზეა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა: ნამდვილი ცვლადის ფუნქციებისთვის შემოიღო კუთხური გრადიენტის და ძლიერი გრადიენტის ცნება; დაადგინა ძლიერი გრადიენტის თითქმის ყველგან არსებობა ცვლადსაზღვრებიანი ორმაგი ინტეგრალისთვის და ცვლადსაზღვრიანი პარამეტრის შემცველი ინტეგრალისთვის; შემოიღო ორი ცვლადის ფუნქციის გლუვობის ცნება (რიმანის აზრით) და დაადგინა გლუვობის კავშირი დიფერენცირებადობასთან და სიმეტრიულ დიფერენცირებადობასთან; გამოიკვლია ორგანზომილებიან სფეროზე ფურიეს ანალიზის საკითხები L2 სივრცის ფუნქციებისათვის; დაამტკიცა ფურიეს ორმაგი ტრიგონომეტრიული მწკრივების წევრობრივი ინტეგრების მართლზომიერება, თუნდაც მწკრივი განშლადი იყოს ყველგან. მის მიერ შემოღებული H-წარმოებულისთვის დაადგინა კლასიკური ანალიზის ყველა ფორმულა-წესის მართებულობა; გარდა ამისა, დაადგინა H-წარმოებულის არსებობის აუცილებელი და საკმარისი პირობები - კოში-რიმანის პირობების ანალოგიური; კვატერნიონული ფუნქციისთვის, როგორც ორი კომპლექსური ცვლადის ფუნქციისთვის, მიიღო ინტეგრალური და ხასისხოვანი მწკრივით წარმოდგენები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.297-298

Bibliography


Share: