შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1967 წელს. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათა ნაწილების და ამწე სატრანსპორტო მანქანების კათედრაზე (ასისტენტი, ასპირანტი, პროფესორი). მისი მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი თემებია: მანქანათა ნაწილები, სამრეწველო რობოტები, მოქნილი საწარმოო სისტემები, მანქანათა ნაწილების საიმედოობა. მისი ხელმძღვანელობით პირველად საქართველოში შეიქმნა ცილინდრული დეტალების დამამუშავებელი მოქნილი საწარმოო სისტემა, რომელიც დაინერგა თბილისის საავიაციო ქარხანაში, ამასთანავე, საქართველოში დაინერგა ყველის დამამზადებელი თანამედროვე სამი ქარხანა, სასაკლაო, მანდარინების დამხარისხებელი ამერიკული ხაზი და სხვ. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია იაპონიაში, ინგლისში, აშშ-ში, იტალიაში, კანადაში, თურქეთში, გერმანიაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1993). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.301; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.241 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |