| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე პავშენცევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1967 წელს. 1967 წლიდან ინსტიტუტების "საქსახპროექტისა" და "თბილჰიდროპროექტის"ინჟინერი; 1972-1974წწ. სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში; 1975 წლიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, გამგე; 1980 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე; 1983 წლიდან საქართველოს კპ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი; 1986 წლიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი; 1988 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე; 1989-1990წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 286 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

