Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ხარიბეგაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. - საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი (მოსკოვი); 1976-1979წწ. - ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1980-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი (უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი); 1992-1993წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1993-1998წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1998 წლიდან - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკაა: შერეული ამოცანები მეორე რიგის გადაგვარებული ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისთვის; სასაზღვრო ამოცანები პირველი რიგის სიმეტრიული ჰიპერბოლური ტიპის სისტემებისათვის; არალოკალური ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის; სასაზღვრო ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის; აგებულია სასაზღვრო ამოცანათა თეორია ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემებისათვის კუთხოვან და კონუსურ არეებში; დადგენილია პირობები ამოცანათა მონაცემებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კორექტულობას შესაბამის ფუნქციურ სივრცეებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.304-305 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |