The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ხატიაშვილი

გაიოზ ხატიაშვილი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:2016  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1939 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წელს აღადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე, დაამთავრა 1950 წელს. სწავლის პერიოდში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად.

1950-1956წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე (ასისტენტად, დოცენტად); 1956 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში (1990 წლიდან ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი) სწავლულ მდივნად, გამოთვლითი მექანიკის განყოფილების გამგედ, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; სხვადასხვა დროს შეთავსებით მოღვაწეობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მოსკოვის კავშირგაბმულობისა და ელექტროტენიკურ ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესი იყო დრეკადობის თეორიისა და მათემატიკური ფიზიკის ამოცანები ერთგვაროვანი და შედგენილი სხეულებისათვის; შესწავლილი აქვს სენ-ვენანის და ალმანზი-მიჩელის ამოცანები იზოტროპული და ანიზოტროპული ძელებისათვის; მიღებული აქვს ეფექტური ამოხსნები; დამტკიცებულია არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.305-306

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1945 - მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1943 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1942 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: