The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძე
Date of birth:11 February, 1931  (94 years)
Category:Sculptor, Writer, Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ურავი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი ამბროლაურის რაიონში; თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1957 წელს. 
მასწავლებლად განაწესეს ქვემო სვანეთის რაიონში; აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში; ცხოვრება და მოღვაწეობა განაგრძო რუსთავში. აქ მან შეკრიბა ადგილობრივი მხატვრების მცირე ჯგუფი და დააარსა მხატვართა გაერთიანება; 1973 წელს გაიმართა რუსთაველ მხატვართა პირველი გამოფენა; 30 წელი ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას, რამაც დიდი როლი შეიტანა ახალგაზრდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში; მის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს რუსთავის სამხატვრო სკოლის დაარსება; ამ სკოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს რუსთავს ასზე მეტი მხატვარი ჰყავს და მათ შორის არიან დამსახურებული მხატვრები; მისი შემოქმედება ასახულია მრავალ გამოცემაში: კატალოგებში, წიგნებში, ჟურნალებში. მათ შორის ერთ-ერთია გერმანიაში გამოცემული ენციკლეპოდია "ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი" - სადაც საქართველოდან შესულია მხოლოდ ოთხი მხატვარი, კატალოგის №15 ტომში ფიგურირებს გიორგი ჩალაძის შესახებ მონაცემები; მან მწერლობაშიც მოსინჯა თავისი შესაძლებლობები და გამოსცა ოთხი წიგნი; არის მრავალი დიპლომისა და სიგელის მფლობელი; მის მიერ შესრულებული ქანდაკებები დგას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და აგრეთვე რუსეთსა და უკრაინის ტერიტორიაზე; პერსონალური გამოფენები: ხელოვნების მუზეუმი (თბილისი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრის სახლი, გალერეა "ქარვასლა", ქ. ამბროლაური, შვედეთი, საბერძნეთი, გერმანია და სხვა; მისი ნამუშევრები ინახება სამხატვრო ფონდის საცავში, მუზეუმსა და მრავალ კერძო კოლექციაში; ცნობილია როგორც მოქანდაკე. ფერწერაში მუშაობა დაიწყო მოგვიანებით. ალბათ ამან განაპირობა, რომ მისი ფერწერა სრულიად განსხვავებული ხელწერის და სტილისაა; სპეციალისტების აზრით, ნამუშევრები ქანდაკებისა და ფერწერის ურთიერთშერწყმაა და მთლიანობაში წარმოადგენს ფორმის, მოცულობის და ფერის სინთეზს; ნაყოფიერი გამოდგა მისი მოღვაწეობა საბერძნეთში. იქ შეიქმნა მრავალი დიდი ზომის პანოები: არგონავტების, ალექსანდრე მაკედონელისა და სხვა მრავალ თემაზე. აგრეთვე გააფორმა სპექტაკლი თეატრში, რამაც ქ. სალონიკში აღიარება მოუტანა. უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს პორტრეტისთვის მიღებული აქვს საქართველო - უკრაინის მეგობრობის მედალი.

წყარო: გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი": newspaper.tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.302

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
    პედაგოგიური მიღწევებისთვის
  • რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: