The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ პაპუნიძე

გურამ პაპუნიძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზენდიდი, ქედის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლიო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1970 წელს.

1960-1961წწ. ქედის კოლმეურნეობის წევრი; 1970-1980წწ. საქართველოს კვების მრეწველობის საეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ინჟინერი, მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი; 1980-2001წწ. სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკუნსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი, აჭარის აგრო-სამრეწველო კომპლექსის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ქედის №119 საარჩევნო ოლქიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2001-2009წწ. საქართველოს სუბტროპიკული ნედლეულის შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2009-2011წწ. აგრარული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011-2012წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით მთავარი მეცნიერ-კონსულტანტი; 2012-2015წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2015-2019წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და კვების პროდუქტთა ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2019 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ხელმძღვანელობს და აწარმოებს მეცნიერულ კვლევებს აგრარული სფეროს განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების შემუშავება დანერგვაში. როგორც მეცნიერს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მეჩაიეობის, მეციტრუსეობის, მევენახეობა-მეღვინეობის და სხვა დარგების განვითარებისა და რენტაბელობის ამაღლების მიღწევის საქმეში. მეცნიერული შემოქმედების სფეროს მიეკუთვნება: ციტრუსოვანთა ნაყოფის წარმოების, დამზადების, შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიები, თანამედროვე არომატიზატორების გამოყენებით პროდუქციის წარმოების ასორტიმენტის და ნომენკლატურის გაფართოება და წარმოების რენტაბელობის ამაღლება; ჩაის ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიები; მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების პრობლემები, მათ შორის ვაზის ნერგების გამოყვანის პროგრესული ტექნოლოგიები, ჩხავერისაგან ცქრიალა და სუფრის ღვინოების დამზადება, ვაზის ჯიშების დარაიონება და სწავლება-კონსულტირების სისტემის ჩამოყალიბება ფერმერებისთვის. მრავალგზის იყო არჩეული ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო, რესპუბლიკურ კონფერენციებსა და საგრანტო პროგრამებში. მოპოვებული აქვს საავტორო  მოწმობები, ლიცენზიები და პატენტები, არის  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი. 3 სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი და 5 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუფრის იმერული ტიპის ღვინოების ტექნოლოგიის სრულყოფა", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციტრუსის ნედლეულის კომპლექსური გადამუშავებისა და სამრეწველო ათვისების ტექნოლოგია", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 287; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენციკლოპედია "აჭარა"-ს სარედაქციო კომისია, წევრი
  • ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • ჟურნალ "ხანცდა"-ს სარედაქციო კომისია, წევრი
  • რსუ -ს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის სადისერტაციო ერთჯერადი საბჭო, წევრი (2010-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონის სამეცნიერო ცენტრის აგრარული კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - "ციტრუსის კვლევის პროგრამა" კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკრამენტო. ( სერტიფიკატი)
  • 2001 - კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისის საპატიო მოქალაქე
  • 1988 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)
    წარდგენილი სასმელი "არომატული"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: