The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ პატარაძე

ზურაბ პატარაძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1973  (53 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკომინისტის კვალიფიკაციით - ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით 1994 წელს; ბათუმის შოთა რუსთასაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2007 წელს.

1994-1996წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურებში; 1996-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (2000); 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2009 წლის 4 მარტიდან - 1 მაისამდე, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული; 2009-2010წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2011); 2011-2012წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი); 2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; 2013-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 2016 წლის 15 ივლისიდან - 2018 წლის 21 ივლისამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 2018 წლის 29 აგვისტოდან - 2026 წლის აპრილამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 2026 წლის 28 აპრილიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021.-გვ.-131; საინფორმაციო პორტალი ინტერპრესნიუსი: interpressnews.ge


გააზიარე: