შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა პატარქალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1970 წელს. 1964-1970 წწ. თბილისის 111-ე საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1970 წლიდან ეწეოდა პარტიულ საქმიანობას: 1970-1979წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი, მთარგმნელი, ინსტრუქტორი; 1980-1986წწ. საქართველოს კპ გლდანის რაიკომი, საერთო განყოფილების გამგე; 1986-1990წწ. საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაჯილდოების განყოფილება, მთარგმნელი-სტილისტი; 1991-1994წწ. საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატი, მთავარი სპეციალისტი; 1996 წელს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების ჯგუფი, მთავარი სპეციალისტი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 288 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |