შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ხუსკივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1955 წელს; ასპირანტურა - 1958 წელს. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა; 1958 წლიდან (გარდაცვალებამდე) მუშაობდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში: 1958-1965წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1989წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (სპეციალობით ფუნქციონალური ანალიზი და ფუნქციათა თეორია); 1989-2006წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; პარალელურად, 1965-1986წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის მათემატიკისა და მექანიკის კათედრაზე. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა: ანალიზურ ფუნქციათა (მათ შორის, კონფორმულ ასახვათა) სასაზღვრო თვისებები; შეუღლებული ფუნქციები, კოშის ტიპის ინტეგრალი, კოშის სინგულარული ოპერატორი, წილადური ინტეგრალები; ანალიზურ და ჰარმონიულ ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანები. მის მიერ შედგენილია ე.წ. L ინტეგრალი, რომლის მეშვეობით შესწავლილია სინგულარული და კოშის ტიპის ინტეგრალთა თვისებები. ამავე ინტეგრალის გამოყენებითაა შესწავლილი წრფივი შეუღლების ამოცანა სასაზღვრო წირისა და მონაცემთა მიმართ უზოგადეს პირობებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.308-309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |