The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი შენგერი

ევგენი შენგერი
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1937  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაპატიმრების დროს ევგენი შენგერი მუშაობდა "საქჩაის" ტრესტის მთავარ ტექნოლოგად. 1937 წლის 2 დეკემბერს გაასამართლა "შინსახკომის სამეულმა", ბრალად დაედო, რომ 1927 წლიდან ჯაშუშობდა იაპონიისა და ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ. 1935 წელს შევიდა მემარჯვენეების კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ, დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში, რომლის დავალებითაც ეწეოდა  საქართველოს ჩაის მრეწველობის მექანიზაციის საზიანოდ მიმართულ კონტრრევოლუციურ-მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. რეპრესირებული (წარმოშობით გერმანელი).
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: hi-in.facebook.com


გააზიარე: