The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კურულოვი

გიორგი კურულოვი
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1937  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. 

დაპატიმრებამდე იყო საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს სსრ კპ(ბ) ცკ-ს მეორე მდივანი. დააპატიმრეს 1937 წლის 25 მარტს, გაასამართლა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა სესიამ 1938 წლის 9 ივლისს ბრალად ედებოდა, რომ წინასწარი გამოძიებისას კურულოვმა მისცა ჩვენება, რომ სამსახურში თავისი ხელქვეითების - საქართველოს მრეწველობაში კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრების მეშვეობით, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და 1935 წელს, მოსკოვში მივლინებაში ყოფნისას, ბესარიონ ჭიჭინაძემ გადაიბირა სამუშაოდ გერმანული დაზვერვის სასარგებლოდ. ამას გარდა, იგი არის ქართული ნაციონალისტური ცენტრის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი. ჩამოთვალა მისი წევრები ბუდუ მდივნის ხელმძღვანელობით. დაასახელა ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, პეტრე აღნიაშვილი და საკუთარი თავი. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1937 წლის 9 ივლისის განაჩენით, გიორგი კურულოვს მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. საქმე გადაიხედა გიორგი კურულოვის ქალიშვილის, მ. კურულიშვილის საჩივრის საფუძველზე. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1957 წლის 29 აგვისტოს დაადგინა, რომ საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სპეცკოლეგიის 1937 წლის 9 ივლისის განაჩენით გიორგი კურულოვის მიმართ გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. რეპრესირებული, რეაბილიტირებული.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: ar-ar.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი (1909-)

გააზიარე: